Alumni.Atsu.Edu.Ge-კურსდამთავრებულები

მობილური მენიუ

თუ ხარ აწსუ_ს კურსდამთავრებული, გაიარეთ რეგისტრაცია და შემოგვიერთდით. კურსდამთავრებულთა ქსელი არის შესაძლებლობა შეინარჩუნოთ და დაამყაროთ კავშირები

პროექტები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელმა გაიმარჯვა CDI – ს (სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და ორი თვის მანძილზე ადვოკატირების კამპანიის #გამიზიარეცოდნა ფარგლებში იმუშავებს, რათა ჩამოაყალიბოს ნებისა და არჩევანის თავისუფლებაზე დამყარებული პლატფორმა საჯარო მოხსენებებისათვის, სადაც ის ადამიანები დაუკავშირდებიან ერთმანეთს, რომელთაც აქვთ შინაგანი ძლიერი მოტივაცია განივითარონ რაიმე უნარი, ან შეიძინონ ახალი პრაქტიკული ცოდნა.

ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში უნივერსიტეტში ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში გაიმართება 8 საჯარო ლექცია. მომხენებლთაგან კი შეირჩევა იდეების 4 საუკეთესო გამზიარებელი და დასაჩუქრდება ელექტრონული მკითხველით (Kindle).


ადვოკატირების კამპანიის #გამიზიარეცოდნა ფინანსური მხარდამჭერია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, რომელიც ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის  (SYNCS).



კურსდამვთარებულთა ქსელი

აწსუ კურსდამთავრებულთა ქსელი აერთიანებს ადამიანებს, რომლებმაც უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურზე განათლება მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კურსდამთავრბეულთა ქსელი იწვევს მას, ვისაც იდეებისა და ადამიანების სჯერა, ვისაც შეუძლია იდეების ქმედებებად ქცევა და კონკრეტული წვლილის შეტანა უნივერსიტეტის ცხოვრების გაუმჯობესებაში.

ვის შეუძლია დარეგისტრირება: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს

როგორ უნდა დარეგისტრირდე: ეწვიეთ სარეგისტრაციო ფორმას და შეავსეთ საჭირო ველები.

როგორ მუშაობს კურსდამთავრებულთა ქსელი: კურსდამთავრებულთა ქსელი რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მუშაობს:

 ზრუნავს კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე და ქმნის ძლიერ ქსელს
 გეგმავს კურსდამთავრებულებისა და მოქმედი სტუდენტებისთვის ერთობლივ ღონისძიებებს და ამყარებს მათ თანამშრომლობას
 სწავლობს კურსდამთავრებულთა რესურსს და სთავაზობს უნივერსიტეტში აკადემიური პროცესების მხარდაჭერის შესაძლებლობების გზებს


* მე მაქვს სათქმელი - თავისუფალი პლატფორმა კურსდამთავრებულთა საჯარო გამოსვლებისთვის. თვეში მინიმუმ ერთხელ კურსდამთავრებული საჯარო დისკუსიისთვის წარმოადგენს თემას, აკადემიურ სივრცეში განსახილველად.


აწსუ კურსდამთავრებულთა ქსელი ეს არის შესაძლებლობა შეინარჩუნო და დაამყარო კავშირები.