როგორ უმკლავდება იმერეთი პანდემიასთან ბრძოლას

📣 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელი აგრძელებს ონლაინ დისკუსიების ორგანიზებას;

📌 ამჯერად, ონლაინ შეხვედრის თემა პანდემიაა. განვიხილავთ, რა ტიპის გლობალურ გამოწვევასთან გვაქვს საქმე და ვიმსჯელებთ, თუ როგორ ვუმკლავდებით მას ლოკალურად.

👨‍🎓 ონლაინ შეხვედრის მთავარი მომხსენებელი – დასავლეთ საქართველოში საკარანტინო ზონების კოორდინატორი – ნოდარ მაღლაფერიძეა. ნოდარი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სახელმწიფო პროგრამებს უწევს კოორდინირებას.

📝 თემით დაინტერესებულებს, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია და დღის ბოლომდე დაგვიდასტურეთ მონაწილეობა. დამატებით ტექნიკურ დეტალებზე მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას;

დისკუსია გაიმართება 8 აპრილს, ოთხშაბათს 18:00 საათზე;