მარიამ გუბელაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსების დღიდან უდიდესი როლი აქვს ქვეყნის განათლების განვითარებაში, ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას, რათა სტუდენტებს ჰქონდეთ ხარისხიანი განათლება და ასევე განვითარება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნულზე მეტყველებს უნივერსიტეტის თანამშრომლობა საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
როდესაც დადგა დრო, მიმეღო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუ რომელი უნივერსიტეტი ამერჩია, რა თქმა უნდა, ზემოხსენებულმა დიდი როლი შეასრულა. თითოეული სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია უნივერსიტეტი ზრუნავდეს სტუდენტების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე, ხარისხიან განათლებაზე. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გვთავაზობს ფართო არჩევანს როგორც აკადემიური პროგრამების, ასევე სპეციალობების თვალსაზრისით, რომლებიც ეხება როგორც სამართლის, მეცნიერების, ეკონომიკის თუ სხვა სპეციალობებს. მე თავიდანვე მქონდა გააზრებული, თუ რომელ ფაკულტეტს ავირჩევდი და სწორედ ამ კუთხით დავიწყე უნივერსიტეტის ძებნა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობა ნამდვილად საუკეთესოა. აღნიშნულზე მეტყველებს ის აკადემიური პერსონალი, რომლებიც ზრუნავენ სტუდენტების განვითარებაზე და ცოდნის არეალის გაზრდაზე, რისთვისაც თითოეულ მათგანს უდიდეს მადლობას ვუხდი, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობა საუკეთესოა და ერთ-ერთი მოთხოვნადი ფაკულტეტია.
ნებისმიერი პროფესიის არჩევისას, მთავარია, თავს კომფორტულად და თავისუფლად გრძნობდე, გიყვარდეს შენი საქმე და სიამოვნებით აკეთებდე. ჩემთვის ასეთი პროფესია სამართალია. სამართალმცოდნეები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საზოგადოებაში. ჩემმა პროფესიამ არა მხოლოდ კონკრეტული სფეროს ირგვლივ მომცა ცოდნა, არამედ გამოვიმუშავე კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციის უნარები, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია ადამიანში.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტორი რომ შემიძლია დავიცვა ადამიანის უფლებები, ვიყო თავისუფალი ჩემს პროფესიაში და ვებრძოლო უსამათლობას.
2025 წელს ვაგრძელებ სწავლას უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე – მაგისტრატურაზე, ისევ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამჟამად გავდივარ სტაჟირებას ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში.
ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ პირველ რიგში, აუცილებელია გააცნობიერონ, თუ რა არის მათი ინტერესის სფერო, დაფიქრდნენ, რომელი პროფესია მოსწონთ, რომელ პროფესიაში იგრძნობენ თავს კომფორტულად და თავისუფლად, ასევე რა არის მათი ძლიერი მხარე. მნიშვნელოვანია, მოიძიონ ინფორმაცია იმ პროფესიის ირგვლივ, რომლის არჩევაც სურთ, რადგან ამით უფრო გაუმარტივდებათ არჩევანის გაკეთება. ასევე გაიგონ, თუ რაოდენ პერსპექტიული და მოთხოვნადია ბაზარზე არსებული პროფესია. და მთავარი, რაც ყველა ახალგაზრდასთვის მნიშვნელოვანია, გიყვარდეთ თქვენი საქმე, მთელი გულით მოეკიდეთ, ისწავლეთ, იშრომეთ და იბრძოლეთ, რომ თქვენი საქმის პროფესიონალი კადრი გახდეთ, არ შეგეშინდეთ იმ დაბრკოლებების, რაც გზად შეგხვდებათ. მთავარია, გაიაზროთ რომ თქვენი პროფესია მხოლოდ სამუაშო არ უნდა იყოს, არამედ ის თქვენი ცხოვრების ნაწილი უნდა გახადოთ.
ქუთაისში არსებობს ახალგაზრდა იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ქუთაისი (ელსა ქუთაისი), რომლის პრეზიდენტიც ვარ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრობლობდა აღნიშნულ ასოციაციასთან და მათთან თანამშრომლობით უნივერსიტეტში ხშირად ვაორგანიზებდით პროექტებს.
უნივერსიტეტი მუდამ უნდა ზრუნავდეს სტუდენტების განვითარებაზე და ხელშეწყობაზე. გააგრძელონ სტუდენტთა წარმატებაზე ზრუნვა, უფრო მეტად ითანამშრომლონ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტების ცოდნა-განათლების გაზრდას, როგორც ლოკალურ/ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონეზე და რაც მთავარია, მეტი პროექტები დააორგანიზონ, რათა სტუდენტებს მიეცეთ საშუალება თეორიული ცოდნა პრაქტიკაშიც გამოიყენონ და თან უფრო საამაყოა, როცა უნივერსიტეტი საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებს სთავაზობს.