აწსუ-ს კურსდამთავრებული - ალიმი ხერხაძე

21-03-2018, 14:11
ალიმი ხერხაძე - ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი.
ალიმი ქუთაისის მერიაში საფინანსო პოლიტიკის და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტია.
ჰო, არ არ არის მოკლე და სხარტულა წარმოსათქმელი, მაგრამ არც ამ პოზიციის დასაჭერად გავლილი გზა აღმოჩნდა ასეთი, საინტერესო კი უდავოდ იყო.
განათლების შესახებ ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ კონკრეტული ცოდნის დაგროვების გზა არ არის, უფრო ღირებულებების ერთობაა. იმ ღირებულებების, რომლითაც სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი აღიჭურვება ხოლმე.
პოლიტიკა და ეკონომიკა ალიმის ორი მთავარი ინტერესის სფეროა, ახლანდელი სამსახური კი მისთვის სწორედ ამ სფეროების სინთეზია. გამსახურდიას სიტყვებითაა შთაგონებული, ფიქრობს, რომ არცერთი ერი იმაზე უკეთესის ღირსი არაა, რაც თვითონ არ დაუმსახურებია. ამბობს, რომ ყოველდღიურად მუშაობს იმის მისაღებად რასაც იმსახურებს.