აწსუ-ს კურსდამთავრებული ქეთი კირიაკიდი

21-03-2018, 14:17
ქეთი კირიაკიდი - სამართალმცოდნეობის მაგისტრი. ქეთი 24 წლის იურისტია და ახლა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის პოზიცია უჭირავს.
„არ მახსოვს, როდის და რატომ გადავწყვიტე, მაგრამ, მახსოვს, რომ ბავშვობიდან იურისტის პროფესიის მიღებას ვგეგმავდი. მოგვიანებით, როცა უნივერსიტეტში სწვალა დავიწყე ყოველი შემდეგი კურსის აღებისას, იზრდებოდა არჩეული პროფესიით ჩემი კმაყოფილება.
უნივერსიტეტში პროფესიული თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად მუდმივად პრაქტიკული გამოცდილების ძიებაშივიყავი. თეორიული ბაზა საჭირო ფუნდამენტია, პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება კი შესაძლებლობებია, რომლითაც ამ ფუნდამენტურ ცოდნას ამდიდრებ.
განათლების შესახებ როცა ვფიქრობ, ვერც წარმომიდგენია მის გარეშე რაიმეს გაკეთებას თუ შევძლებდი.
პროფესიული არჩევანი ჩემთვის პირველი გაბრძოლება იყო ჩემი გადაწყვეტილების დასაცავად. ამის შემდეგ იყო გამოცდების, კონკურსების და გასაუბრებებისთვის გაბრძოლება და ახლა ეს მუდმივ, ყოველდღიურ პროცესად იქცა - ბრძოლა ზრდისთვის, განვითარებისთვის. ვინც პროფესიულ არჩევანს აკეთებს, ვეტყოდი, რომ გაიცნონ საკუთარი სურვილები და პრინციპულად დაიცვან პირადი გადაწყვეტილებები.
განათლება ჩემი ყველაზე ძლიერი იარაღია, მიჭირს გავიხსენო მის გარეშე როგორ ვცხოვრობდი, ვერც მომავალში წარმომიდგენია ამ ძალის გარეშე ცხოვრება.