აწსუ-ს კურსდამთავრებულები - გიორგი ჩაჩუა

21-03-2018, 14:28
გიორგი ჩაჩუა - კომპიუტერული ტექნოლოგიების დოქტორი.
"კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლა ისე გადავწყვიტე, რომ კომპიუტერი ფიზიკურად ნანახი არ მქონდა. ახლა კი, ეს უკანასკლენი ისე ღრმადაა შემოჭრილი ყველა სფეროში, რომ რთულია მის გარეშე ცხოვრების წარმოდგენა. თუმცა ამის პარალელურად მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ ტექნოლოგიების განვითარების. არ ვფიქრობ რომ ეს ჯანსაღი მიდგომაა, მეტიც, ჩემი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიების როლი აუცილებლად უნდა გაიზარდოს საგანმანათლებლო პროცესში.
ცოტა ხნის წინ, გერმანიაში სტაჟირებაზე ვიყავი. ყველაზე მეტად რამაც აღმაფრთოვანა იყო ის, რომ სასწავლად მზა მასალას დასაწყისიდან დასასრულამდე კი არ გინიშნავენ, გთავაზობენ თემას და გითითებენ წყაროებს, რაზეც თვითონ უნდა იმუშაო. ამგვარი მიდგომით სტუდენტი სამუშაო პროცესს გაცილებით ეფექტურად წარმართავს მომავალში.
ორი წელია ფაბლაბის მენეჯერი ვარ. ვმართავ პრეზენტაციებს, ვმასპინძლობთ საექსკურსიო ჯგუფებს, ინფორმაციას ვავრცელელებთ სოციალურ სივრცეში. ამ დროის განმავლობაში უამრავ ადამიანს შევხვდი იმ შესაძლებლობების გასაცნობად რასაც ფაბლაბი სთავაზობს ხალხს და მაინც, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ფაბლაბის საქმიანობის შესახებ წარმოდგენა არა აქვთ. ცხადია, როცა ამას ვააანალიზებ, პირველ რიგში თვითკრიტიკას მივმართავ და იმაზე ვფიქრობ ამ ინფორმაციის გავრცელების პროცესში რა გვაქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ მეორეცაა, ჩვენთან ძიების პროცესს არა არიან ადამიანები ჩვეულნი. ფიქრობენ, რომ ყველაფერი მზა უნდა მიიღონ და თუ რაღაც ამ ფორმით მათთან არ მიდის, ესეიგი ის არც არსებობს.
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმავე ქვეყანაში ტექნოლოგიურ პროგრესს და ახლა უკვე პირიქითაც შეგვიძლია ვთქვათ. თუ გვინდა, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესი განიცადოს ქვეყანამ, მსოფლიო ტექნოლოგიური პროგრესის თანადროულები უნდა ვიყოთ. უნდა გავიგოთ სამყაროს რა სჭირდება ჩვენგან და ვიმუშაოთ, ვიმუშაოთ დაუღალავად".
ცოტა ხნის წინ, გერმანიაში სტაჟირებაზე ვიყავი. ყველაზე მეტად რამაც აღმაფრთოვანა იყო ის, რომ სასწავლად მზა მასალას დასაწყისიდან დასასრულამდე კი არ გინიშნავენ, გთავაზობენ თემას და გითითებენ წყაროებს, რაზეც თვითონ უნდა იმუშაო. ამგვარი მიდგომით სტუდენტი სამუშაო პროცესს გაცილებით ეფექტურად წარმართავს მომავალში.
ორი წელია ფაბლაბის მენეჯერი ვარ. ვმართავ პრეზენტაციებს, ვმასპინძლობთ საექსკურსიო ჯგუფებს, ინფორმაციას ვავრცელელებთ სოციალურ სივრცეში. ამ დროის განმავლობაში უამრავ ადამიანს შევხვდი იმ შესაძლებლობების გასაცნობად რასაც ფაბლაბი სთავაზობს ხალხს და მაინც, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ფაბლაბის საქმიანობის შესახებ წარმოდგენა არა აქვთ. ცხადია, როცა ამას ვააანალიზებ, პირველ რიგში თვითკრიტიკას მივმართავ და იმაზე ვფიქრობ ამ ინფორმაციის გავრცელების პროცესში რა გვაქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ მეორეცაა, ჩვენთან ძიების პროცესს არა არიან ადამიანები ჩვეულნი. ფიქრობენ, რომ ყველაფერი მზა უნდა მიიღონ და თუ რაღაც ამ ფორმით მათთან არ მიდის, ესეიგი ის არც არსებობს.
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმავე ქვეყანაში ტექნოლოგიურ პროგრესს და ახლა უკვე პირიქითაც შეგვიძლია ვთქვათ. თუ გვინდა, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესი განიცადოს ქვეყანამ, მსოფლიო ტექნოლოგიური პროგრესის თანადროულები უნდა ვიყოთ. უნდა გავიგოთ სამყაროს რა სჭირდება ჩვენგან და ვიმუშაოთ, ვიმუშაოთ დაუღალავად"."> Email
Facebook Google LinkedIn