ფრილანსერი - ლევან გვენცაძე

26-03-2018, 12:48
ფულის გამომუშავებისთვის დასაქმების ბაზარი სხვადასხვა ტიპის შესაძლებლობას გვთავაზობს. მათ შორის ერთ-ერთი ტრადიციული და მყარი სამუშაო ურთიერთობის ის მოდელია, რომელიც დაქირავებულის საქმიანობის ადგილზე წინასწარ განსაზღვრული დროის მანძილზე ყოფნასა და კონკრეტული ჩარჩოს მიხედვით მუშაობას უკავშირდება.
ამის პარალელურად, ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკუთარი სურვილის მიხედვით დამოუკიდებლად და თავისუფლად ირჩევენ სამუშაო დროს, ადგილს, სივრცესა და ფორმას.
თავისუფლებამოყვარული სამუშაოს მაძიებლებს ყველაზე ხშირად ამ ორ პლათფორმაზე - Freelancer.com- ზე ან Upwork.com- ზე შეხვდებით.
Freelancer-ს შეუძლია შეასრულოს ნებისმიერი სამუშაო: გრაფიკული დიზაინი, თარგმნა, წერა, სოციალური მედია მენეჯმენტი, მომხმარებელთა მხარდაჭერა, პროგრამირება, მონაცემთა ბაზების მართვა … ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია - მოკლედ, ყველაფერი რისი გაკეთებაც დისტანციურად, ინტერნეტის დახმარებითაა შესაძლებელი.
ხუთშაბათს, 29 მარტს დღის 12 საათზე გამოცდილი ფრილანსერი - ლევან გვენცაძე გაგიზიარებთ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდლებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაიწყოთ და განავითაროთ საერთაშორისო ბაზარზე თქვენი პირადი კარიერა.
თუ გსურთ გაიგოთ, როგორ გაწიოთ გონივრულად ძალისხმევა, მოიპოვოთ საერთაშორისო ნდობა და ააშენოთ თქვენი რეპუტაცია კონკურენტული უპირატესობისა და შეკვეთების მოსაპოვებლად მსოფლიო ბაზარზე - გვესტუმრეთ ხუთშაბათს, 12 საათზე მწვანე დარბაზში.
[b][/b]