აწსუ-ს კურსდამთავრებული - ეკატერინე ვაწაძე

1-02-2019, 23:17
ეკატერინე ვაწაძე - ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებული.

ჩემი გააზრებული ცხოვრება ცოდნის მიღების და ასევე სიყვარულით მისი გადაცემა, გაზიარების საოცარ ფერთა პალიტრაა. ბედნიერებას მანიჭებს, რომ სამუშაო და საყვარელი საქმის კეთება სიმბიოზურად არსებობს ჩემს ცხოვრებაში და მისი შესრულება არ მიწევს მხოლოდ დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულებისთვის და ყოველი თვის ბოლოს აღებული ხელფასით მატერიალური და ფილისტერული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
მაბედნიერებს საკუთრი თავის ზრდა სამეცნიერო კონფერენციებით და საინტერესო სამეცნიერი სტატიების წერით, რასაც წარმატებულად ვიყენებ ჩემს პრაქტიულ საქმიანობაში და შედეგად მაძლევს სასიამოვნო და სასარგებლო ცოდნით აღჭურვილ სტუდენტებს, რომლებიც მათივე თქმით ჩემგან არა მარტო ინგლისურს, არამედ სიყვარულის გაცემას და მეგობრობას სწავლობენ.
ამ დიდ მონაპოვარში “დამნაშავე“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტია. ნივთი აქებს თავის პატრონს და არა პატრონი ნივთს. კურსდამთვრებულთა წარმატებული კარიერა ჰყვება ფაკულტეტის დიდების ამბავს. ცოდნა, სწავლების მეთოდები, რომლებიც ყოველთვის პასუხობს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს, არა მარტო აკმაყოფილებს, არამედ აჭარბებს სტუდენტების მოლოდინს. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, სწავლების სამივე საფეხური აქ გავიარე. ამავე უნივერსიტეტმა მომცა შანსი კონკურსის საშუალებით დამეწყო მუშობა ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტის თანამდებობაზე. დღეს ვარ ფილოლოგიის დოქტორი, დიდი გუნდის წევრი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ასოცირებული პროფესორი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქუთაისის უნივერსიტეტში, რომლისთვისაც სათანადოდ ჩემმა ალმა მატერმა აღმჭურვა.
მადლობა მას ამ დიდი ბედნიერებისათვის.