შორენა ხუხუა - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინგლისური ენისა და ლიტერატურის მაგისტრი.

5-02-2019, 21:39
სკოლის პერიოდიდან ჩემში განსაკუთრებული დაინტერესებას იწვევდა უცხო ენები, უცხო ქვეყნების ლიტერატურა. მუდმივად მესმოდა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სიძლიერის შესახებ, რამაც განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი და 2004 წელს ჩავირიცხე აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დავამთავრე 2008 წელს. მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში არსებულმა კონკურენტულმა გარემო პირობებმა, ხელი შემიწყო განმევითარებინა ისეთი უნარები, როგორიცაა: საკითხის როგორც დეტალური, ასევე მაშტაბური ხედვა, აკადემიური წერა და ვერბალური კომუნიკაცია, დაინტერესების სფეროებში ინფორმაციის სწრაფად და ხარისხიანად მოძიება და ა.შ.
დღეს გლობალიზაციის პერიოდში გაიზარდა კონკურენტული გარემო, რაც თავის მხრივ გამოწვევაა, რომ მიიღო მეტი გამოცდილება, მეტ შესაძლებლობებს ქმნის იდეების გაცვლისთვის, მაღალი კლასის განათლების მიღებისათვის და პირდაპირ თვითგანვითარებისაკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი პირობაა.
ამ თვისებების დაყრდნობით, ასევე უნივერსიტეტში მიღებული განათლებით დავიწყე აქტიური ჩართულობა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე გამოცხადებულ ტრენინგ-სემინარებსა და კონფერენციებში.
ვფიქრობ, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე დიდია . განათლება ის ძლიერი იარაღია, რომელიც გაძლევს მოახდინო ცვლილებები საკუთარ თავში და შემდგომ ეს გამოცდილება გაუზიარო სხვებს.
ვარ ქუთაისის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
2011 წლიდან დღემდე ვმუშაობ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელ პოზიციაზე .
ქ. სტრასბურგში ყოფნის პერიოდში რომელიც წარმოადგენს ერთის მხრივ ყველაზე მულტიკულტურულ ქალაქს და ამავე დროს მთავარი ევროინსტიტუციების ადგილსამყოფელს ნათლად დავინახე ის ყოფითი , მატერიალური და მენტალური განსხვავებები რაც არსებობს საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის.
სტრასბურგში ყოფნის პერიოდში შევქმენი სახელმძღვანელო საერთაშორისო პროტოკოლი, რომელიც ვფიქრობ ახალგაზრდებისათვის საინტერესო უნდა იყოს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე განვიხილავ საერთაშორისო ურთიერთობებს და პროტოკოლს.
ჩემმა საერთაშორისო გამოცდილებამ მომცა საშუალება გამეგო მეტი საერთაშორისო პოლიტიკის, სტრუქტურის, რეგულაციების, ევროპული ინსტიტუციების მუშაობის შესახებ საზღვარგარეთ და ასევე თუ როგორაა შესაძლებელი მოარგო გამოცდილება ადგილობრივ საჭიროებებს და მოახდინო კონკრეტული საკითხის მართვა შესაბამისი კუთხით.
ვცდილობ, ჩემი მუშაობა წარიმართოს ზუსტად იმ ფასეულობების დაცვის მიმართულებით, რაც ეფექტურად მოქმედებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. რადგან მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ევროპული ინსტიტუტებისკენ.