დალი ქლიბაძე - აწსუ-ს კურსდამთავრებული

20-06-2019, 12:18
გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც დღეს თავისი შრომით და ცოდნით ქმნის მომავალს.
დალი ქლიბაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გერმანული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით სწავლობდა.
2005 წელს კანადაში, დალჰაუზის უნივერსიტეტში გერმანული ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიიღო;
2008 წელს ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორანტი გახდა, 2008-2016 წლებში ამავე უნივერსიტეტის გერმანული ენის პროგრამის ინსტრუქტორი იყო.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ახლა დაგლასის კოლეჯსა და უნივერსიტეტში გერმანული ენის ლექტორია.