აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელმა გაიმარჯვა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელმა გაიმარჯვა CDI – ს (სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და ორი თვის მანძილზე ადვოკატირების კამპანიის #გამიზიარეცოდნა ფარგლებში იმუშავებს, რათა ჩამოაყალიბოს ნებისა და არჩევანის თავისუფლებაზე დამყარებული პლატფორმა საჯარო მოხსენებებისათვის, სადაც ის ადამიანები დაუკავშირდებიან ერთმანეთს, რომელთაც აქვთ შინაგანი ძლიერი მოტივაცია განივითარონ რაიმე უნარი, ან შეიძინონ ახალი პრაქტიკული ცოდნა.

ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში უნივერსიტეტში ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში გაიმართება 8 საჯარო ლექცია. მომხენებლთაგან კი შეირჩევა იდეების 4 საუკეთესო გამზიარებელი და დასაჩუქრდება ელექტრონული მკითხველით (Kindle).

ადვოკატირების კამპანიის #გამიზიარეცოდნა ფინანსური მხარდამჭერია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, რომელიც ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS).