news
თამთა შავიანიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წელს ჩავირიცხე ,,ქართული ენისა და ლიტერატურის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2020 წელს წარჩინებით დავასრულე ბაკალავრიატის საფეხური და იმავე წელს სწავლა გავაგრძელე ,,ქართული ლიტერატურის’’ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2022 წელს მაგისტრატურის დასრულების შემდგე ჩავაბარე სადოქტორო პროგრამის ,,ფილოლოგია“ მისაღები გამოცდები და ამჟამად ვარ დოქტორანტურის პირველი კურსის სტუდენტი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე რამდენიმე მიზეზის […]

თარიღი მაისი 25, 2023
დეტალურად
news
სალომე გოგიაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ჩემი და  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთობა 2016 წელს დაიწყო, როდესაც  ჩავირიცხე ბიზნესის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, „ბიზნეს ადმინისტრირების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2019 წელს ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე სწავლა გავაგრძელე  სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე ფინანსების მიმართულებით, ხოლო 2022 წელს ისევ სტუდენტის სტატუსით ვაგრძელებ სწავლას ეკონომიკის სადოქტორო  საგანმანათლებლო პროგრამაზე. განვლილ პერიოდს თუ გადავხედავთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  ყველა […]

თარიღი მაისი 23, 2023
დეტალურად
news
თათია მარდალეიშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვობიდანვე მიზიდავდა ჰუმანიტარული მეცნიერებები, არჩევანი შევაჩერე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, სადაც ჰუმანიტარულ მენიერებთა ფაკულტეტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ–ერთ უდიდეს და მდიდარი ტრადიციების მქონე უძველეს ფაკულტეტს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს შეუქმნას სტუდენტებს საუკეთესო პირობები ტრადიციაზე დაფუძნებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და მომავალზე ორიენტირებული განათლების მისაღებად და უზრუნველყოს სწავლებისა და კვლევის პროცესის თანხვედრა. მასწავლებელი, თავისი არსით, შემოქმედებითი […]

თარიღი მაისი 22, 2023
დეტალურად
news
ნინო მატარძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის რეგიონში პირველი უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება თავისი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით, სადაც შეიძლება მიიღო განათლება და გამოცდილება, რომელიც ხელს შეუწყობს, გახდე შენი საქმის პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრი შრომის ბაზარზე. ის სხვა უნივერსიტეტებიდან იმითაც განსხვავდება, რომ ზრუნავს არამხოლოდ თავი სტუდენტებზე, არამედ კურსდამთავრებულებზეც და მათ კარიერულ წარმატებას უყურებს ისე, როგორც თავად უნუვერსიტეტის წარმატებას. […]

თარიღი მაისი 17, 2023
დეტალურად
news
მარიამი კავთელაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ნებისმიერი პროფესია უდიდეს პასუხისმგებლობას, ცოდნას და კეთლსინდისიერებას  მოითხოვს, ამიტომ უდიდესი მნშვნელობა აქვს იმ  გარემოს, სადაც შეძლებ აღნიშნული უნარ-ჩვევების შეძენას, სწორედ ამ კრიტერიუმებით ავარჩიე  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და არც შევმცდარვარ, რადგან იგი  პირველი სტუდენტური დღიდანვე ჩემი გზამკვლევი გახდა წარმატებული მომავლისკენ. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ მშობლიური და მსოფლიო ისტორიის საფუძვლები სწორედ ამ უნივერსიტეტის საბაკალავრო […]

თარიღი მაისი 15, 2023
დეტალურად
news
ფარსმან ფორჩხიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტობისას ავირჩიე იმიტომ, რომ მას ჩემთვის საინტერესო და სასურველ სპეციალობაზე შესანიშნავი აკადემიური პერსონალი ჰყავდა, ამას ემატებოდა ის დადებითი ატმოსფერო, რომლის შესახებაც ჩემი მეგობრებისგან არაერთხელ გამეგო, ამ და სხვა კიდევ ძალიან ბევრმა მიზეზმა საბოლოოდ განაპირობა ჩემი არჩევანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. საკუთარი პროფესიის არჩევის მრავალ მიზეზთა შორის უპირველესი ისტორიის სიყვარული იყო, სწორედ […]

თარიღი მაისი 11, 2023
დეტალურად
news
თეკლე სირაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე 2018 წელს , გამოყენებითი დიზაინის ფაკულტეტზე და დავამთავრე 2023 წელს. უნივერსიტეტი ავირჩიე, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩემს ქალაქში ყველაზე პრესტიჟულია, ასევე, ჩემი არჩევანი განაპირობა იმ ფაკულტეტის საქმიანობამ და მიღწევებმა, რომელსაც ვირჩევდი. პროფესიის არჩევანი განაპირობა ჩემმა ინტერესმა  მოდის, ხატვის და ზოგადად, ხელოვნების მიმართ. ყოველთვის მომწონდა ტანსაცმლის ესკიზების, გრაფიკული გამოსახულებების ნახვა. მიყვარდა […]

თარიღი მაისი 10, 2023
დეტალურად
news
თეონა ჭიღლაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ჩემი ოჯახის ტრადიციაა. 1980-1994 წლებში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უნივერსიტეტს პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსი ჰქონდა, ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის დეკანი იყო ჩემი ბაბუა, ბებოს ძმა, როსტომ ზაბახიძე. წერეთლის უნივერსიტეტში მიიღო განათლება დედამ, მამამ და მამიდამ… შესაბამისად, ბავშვობიდან ერთგული მსმენელი ვარ აწსუსთან დაკავშირებული მრავალი საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი ისტორიიის. ასე რომ, ჯერ კიდევ სკოლის […]

თარიღი მაისი 3, 2023
დეტალურად
news
ნინო ობოლაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე იმიტომ, რომ უნივერსიტეტს ჰყავს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ პიროვნულ მახასიათებლებზე, რომელთა გამოც სტუდენტები და პროფესორები წარმატებით თანამშრომლობენ. უნივერსიტეტს, ასევე აქვს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მდიდარი ბიბლიოთეკა, რაც სწავლას უფრო კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის. ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ ბავშვობიდან მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა, წიგნების კითხვა, ბავშვებთან […]

თარიღი მაისი 2, 2023
დეტალურად
news
სალომე გუმბერიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის   კურსდამთავრებული

სწორი პროფესიული არჩევანი  ნიშნავს  საკუთარი თავის  შეცნობასა და პოვნას, რომელიც მნიშვნელოვანია  არა მარტო კარიერული წინსვლისა და  განვითარებისთვის,  არამედ პიროვნული სრულყოფისთვისაც. ადამიანის პროფესიული ორიენტაცია,   შესაძლოა არაერთმა ფაქტორმა განაპირობოს. ჩემთვის კი უმთავრესი ამ თვალსაზრისით   ჩემი დამრიგებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, აღმოჩნდა,  რომელიც ამავდროუად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამ-თავრებულია. პროფესია მასწავლებელი ნიშნავს შესაძლებლობას განათლების გზით გახადო სამყარო […]

თარიღი მაისი 1, 2023
დეტალურად
news
საბა ნერგაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

თავდაპირველად, სანამ არჩევანს გავაკეთებდი, თუ სად მიმეღო უმაღლესი განათლება, ჩავატარე კვლევა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, მის მიღწევებსა და წარმატებაზე, მხარდაჭერაზე, რომელსაც უწევს სტუდენტებს. მიღებულ გადაწყვეტილებაზე უმეტესწილად გავლენა იქონია უნივერსიტეტის ლექტორებმა და კათედრის ხელმძღვანელებმა, რომელთაც სურთ შექმნან გარემო სტუდენტთათვის, რომელიც ხელსაყრელი იქნება ხარისხიანი განათლებისთვის. სკოლის პერიოდშივე გამიჩნდა ინტერესი აგროინჟინერიის  მიმართ. ამასთნ ერთად, გასათვალისწინებელია  საქართველოს შესაძლებლობა სოფლის […]

თარიღი აპრილი 27, 2023
დეტალურად
news
დავით კაკაურიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

დავიბადე ქალაქ ტყიბულში, სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე აკადემიური განათლების მიღება, ავირჩიე ქალაქი ქუთაისი  და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტის ისტორია, მისი ფასეულობები და განათლების დონე , სამეცნიერო ხარისხი და აკადემიური ფასეულობები, 2014 წელს გადავწყვიტე, ჩამებარებინა ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტში. ჩემი ცხოვრებისეული კრედო კულტურათა გაცნობა, შესწავლა და ძიებაა, აქედან გამომდინარე,  ვფიქრობდი, თუ რა იყო […]

თარიღი აპრილი 26, 2023
დეტალურად