აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წელს ჩავირიცხე და ბაკალავრიატი დავასრულე 2016 წელს. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვობიდან უფრო ჰუმანიტარული მეცნიერებები მიზიდავდა, უმაღლეს სასწავლებელში სწორედ ამ მიმართულებით ჩავაბარე, ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე. კონკრეტულად ამ უნივერსიტეტის არჩევის რამდენიმე მიზეზი მქონდა: უნივერსიტეტის ისტორია, მისი წარსული… ამავე დროს ჩემი ოჯახის წევრებმაც ამ უნივერსიტეტში მიიღეს განათლება და კიდევ ერთი მიზეზი იყო ტერიტორიული […]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება საგანმანათლებლო სფეროში ამ დაწესებულების ხანგრძლივი და მდიდარი გამოცდილების გამო გადავწყვიტე. ჩემი პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ განსაკუთრებით დამაინტერესა მართლმსაჯულების, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ფორმის, განხორციელების პროცესისა და მნიშვნელობის შესწავლამ. საბაკალავრო საფეხურის დასრულების შემდეგ, სწავლის მომდევნო საფეხურზე გაგრძელების მიზნით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა ავირჩიე. ვინაიდან საკუთარ თავს აკადემიურ […]
2022 წელს ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობაზე. 2026 წელს დავასრულე უნივერსიტეტში სწავლის მნიშვნელოვანი ეტაპი, რამაც მომცა შესაძლებლობა, მიმეღო პროფესიული განათლება, განმევითარებინა ჩემი უნარები და დამეგროვებინა გამოცდილება, რომელიც მომავალში პროფესიული წინსვლისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. ჩემთვის უნივერსიტეტში გატარებული წლები მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას არ უკავშირდება. ეს იყო შესაძლებლობა, უკეთ […]
2022 წელს ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობაზე და 2026 წელს დავასრულე სწავლა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროფესიის შესაბამისი განათლების მიღება და უნივერსიტეტში საკუთარი შესაძლებლობების განვითარება. კომპიუტერული მეცნიერებები კი ავირჩიე ტექნოლოგიებისადმი ინტერესისა და ამ სფეროში განვითარების ფართო შესაძლებლობების გამო. საბაკალავრო სწავლის დასრულების შემდეგ […]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის ის გარემოა, სადაც პროფესიული ცოდნის მიღებასთან ერთად სტუდენტს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და სხვადასხვა მიმართულების აღმოჩენის შესაძლებლობა აქვს. სწორედ ამ უნივერსიტეტს დავუკავშირე ჩემი სტუდენტობის მნიშვნელოვანი ეტაპი. 2022 წელს ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობაზე და 2026 წელს დავასრულე სწავლა. უნივერსიტეტში გატარებული წლები ჩემთვის მხოლოდ […]
2020 წელს ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე (PBL). დღეს, ექვსწლიანი საინტერესო, მრავალფეროვანი და ამავდროულად გამოწვევებით სავსე გზის შემდეგ, ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ. ეს წლები ჩემთვის მხოლოდ პროფესიული განათლების მიღების პერიოდი არ ყოფილა. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, ჩამოვყალიბებულიყავი არა მხოლოდ მომავალ ექიმად, არამედ ადამიანად, რომელსაც შეუძლია კრიტიკულად აზროვნება, პასუხისმგებლობის აღება […]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან იგი გამოირჩევა მაღალი აკადემიური სტანდარტებით, მდიდარი ტრადიციებითა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი გარემო, სადაც პროფესიონალი ლექტორები სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას გადასცემენ, არამედ უზიარებენ ღირებულებებს, რომლებიც ჰუმანიტარული სფეროს განვითარებისთვისაა აუცილებელი. ეს უნივერსიტეტი გახდა სივრცე, სადაც ჩემი აკადემიური და პიროვნული ზრდა ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს. ქართული ენა და […]
თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. იგი, როგორც უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო კერა, სტუდენტებს სთავაზობს მათზე ორიენტირებულ, თანამედროვე გამოწვევებზე მორგებულ, ხარისხიან სასწავლო გარემოს, სადაც თითოეულ ჩვენგანს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს ღრმა თეორიული ცოდნა და გამოიმუშავოს აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ჩემთვის სამართლის სპეციალობის არჩევა […]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან იგი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ავტორიტეტული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ხარისხიან განათლებასა და განვითარების მრავალ შესაძლებლობას. უნივერსიტეტში დამხვდა ძლიერი აკადემიური გარემო, პროფესიონალი ლექტორები და თანამედროვე სასწავლო მიდგომები, რაც მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა ჩემი ცოდნის გაღრმავებისა და პიროვნული განვითარებისათვის. ეკონომიკის მიმართულება იმიტომ ავირჩიე, რომ ეს სფერო საინტერესო, აქტუალური და მრავალმხრივია. […]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი საქართველოში. უნივერსიტეტს აქვს უდიდესი ისტორია, გამოცდილება, ჰყავს საუკეთესო და პროფესიონალი ლექტორ- მასწავლებლები. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახდენს სტუდენტთა პრაქტიკულ და თეორიულ მომზადებას, უზრუნველყოფს მათ ყოველმხრივ განვითარებას და ეხმარება პროფესიულ რეალიზებაში. ყოველთვის მინდოდა, ჩემი საქმიანობით უკეთესობისკენ შემეცვალა ვინმეს ცხოვრება. მასწავლებლობა არის პროფესია, რომლითაც შეიძლება […]
უნივერსიტეტი ავირჩიე, პირველ რიგში, ადგილმდებარეობისა და ხელმისაწვდომობის მიხედვით, ასევე – უფასო ფაკულტეტების სიმრავლიდან გამომდინარე. ჩემ მიერ არჩეული პროფესია იყო ასრულებული ოცნება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი აწსუს და აქ მომუშავე თითოეულ ლექტორს გაწეული შრომისათვის. ნამდვილად არ ყოფილა ადვილი ორი შვილის დედას, თან 27 წლის ასაკში, ბავშვთან ერთად შემებიჯებინა უნივერსიტეტის სივრცეში და გამეკეთებინა მაქსიმუმი. ვიყავი სახელმწიფო სტიპენდიანტი […]
აკაკი წერეთლის სახემწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, პროგრამებისა და სამეცნიერო მიმართულებების ფართო სპექტრით. სწავლების ხარისხიდან და დიდი ისტორიიდან გამომდინარე, უნივერსიტეტს აქვს ძალიან მაღალი ავტორიტეტი და რეპუტაცია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე განათლების მიღება ამ უნივერსიტეტში . პროფესიული არჩევანი განპირობებულია ჩემი მშობლიური ენისადმი განსაკუთრებული სიყვარულით — სურვილით, შევისწავლო მისი სიღრმე და ეს სილამაზე სხვებსაც გავუზიარო. […]


