მურო ბოჭორიშვილი აწსუ-ს კურსდამთავრებული

მურო ბოჭორიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრია.
“უნივერსიტეტში სწავლისას გაცვლითი პროგრამით ერთი წლის მანძილზე რუმინეთში ვსწავლობდი. ვფიქრობ, რაც უფრო მეტ ცოდნას ფლობ, მით უფრო ძლიერი ხარ ადამიანი. თანამედროვე კონკურენციის პირობებში კი მნიშვნელოვანი ცოდნის შეძენა აუცილებელია წარმატების მისაღწევად.
მუდმივად იმატებს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გადაადგილებისთვის თვითმფრინავს იყენებენ. ამ სფეროს მზარდი მნიშვნელობის გავლენით პრაღაში, ჩეხეთის საჰაერო ნავიგაციის ინსტიტუტში მოვხვდი, იქ ვისწავლე და ახლა საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურე ვარ ქუთაისის კოშკზე.
ალბათ, ხშირად გსმენიათ როცა ამბობენ – მთავარია მონდომება.
ძალიან მაგარი სიტყვაა მონდომება – ამ სიტყვაში ერთიანდება რაიმეს ძლიერი სურვილი და შრომის მზაობა.
ჰოდა, მართლაც, მთავარი მონდომებაა!”