აწსუ-ს კურსდამთავრებულ მასწავლებელთა ტრენინგი

2020 წლის 8 იანვარს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით ააიპ არაფორმალური განათლების ცენტრმა სკოლის მასწავლებლებისთის გარე დაკვირვების გაკვეთილის დაგეგმვის თემაზე ტრენინგი გამართა;
ტრენინგს უძღვებოდა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა კვიჟინაძე, რომელმაც განიხილა გაკვეთილის დაგეგმვასა და ჩატარებასთან, დროის ეფექტურად მართვასა და მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებული საკითხები
კურსდამთავრებულთა ქსელი არაფორმალური განათლების ცენტრთან თანამშრომლობას აგრძელებს და მომავალშიდაც გეგმავს ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას.