გვანცა თოთაძე – საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული.
ჟურნალისტიკის მეორე კურსის პირველ სემესტრში ადგილობრივმა მედია საშუალებამ, გაზეთმა “პოსტკრიპტუმი” (p.s.) გამოაცხადა კონკურსი სტუდენტებისათვის. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მივიღე. ჩემმა ნაშრომმა მოწონება დაიმსახურა, გაზეთში დაიბეჭდა და მომიტანა ახალი შესაძლებლობა – მემუშავა პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში. ჟურნალისტიკის სტატუსის ქვეშ ნაბიჯები სწორედ გაზეთიდან დაიწყო. შემდეგ იყო რადიო “ძველი ქალაქი”, “ნეტგაზეთი”, “ინფო 9”, “ინტერპრესნიუსი” და ვთანამშრომლობდი სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოსთან.
პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში ყოფნამ ბევრი სახის იფნორმაციით ამავსო. მომცა საშუალება ახლოს გავცნობოდი გამოწვევებს, სოციალურ ფონს, გამეწია ამა თუ საკითხზე ადვოკატირების კამპანია. სხვა ჭრილში და სხვა რაკურსით დამანახა ყოველდღიურობა და ყოფაცხოვრება.
პარალელურად იყო დამწყები ბლოგერებისთვის სხვადასხვა სახის შეხვედრები, ტრენინგები, კონკურსები. ჩემი პირველი ბლოგი,(რომელსაც წლებია აღარ ვიყენებ) სოციალურ პრობლემებს, სამოქალაქო პასუხსიმგებლობას ეძღვნებოდა. ბლოგერობამ კიდევ უფრო სხვა ხედვა მოიტანა და გამიჩინა სურვილი ვყოფილიყავი მოხალისედ სხვადასხვა სახის პროგრამა-პროექტებში, რომელიც სამოქალაქო პასუხსიმგებლობასა და ხალხის ჩართულობაზე იყო ორინეტირებული. სწორედ ამ დროს მოხდა ჩემი და ა/ო სამეცნიერო – ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი” გზების გადაკვეთა.
ორგანზიაციაში დავინახე გარემო, ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც მოქონდა პიროვნული განვითარება, ქალაქისთვისა და ქვეყნისთვის სარგებელი, სადაც ჩემი მოღვაწეობა მოხალისეობიდან იწყება, ვიყავი წევრი, PR მენეჯერი, შემდეგ გამგეობის წევრი, თავმჯდომარის მოადგილე და ბოლოს 3 წელი ორგანიზაციაში გენერალური მდივნის სტატუსს ვიკავებდი.
2017 წლიდან დღემდე RICDOG-ში ვარ საპატიო გენერლური მდივანი და კომუნიკაციების მენეჯერი. პრაქტიკული ჟურნალისტიკიდან კომუნიკაციების შესასწავლად ახალი ნაბიჯები სწორედ, ორგანიზაციაში გადავდგი. ჩემი პირველი შეხება PR-თან RICDOG-ში იწყება.
როგორც პიარმა და კომუნიკაციების მენეჯერმა ჩემი შესაძლებლობები არა მხოლოდ არსამთავრობო სექტორში, არამედ პოლიტიკურ სფეროშიც მოვსინჯე. 2016 წლიდან დღემდე სხვადასხვა პოლიტიკოსთან ვთანამშრომლობ. ასევე, ვთანაშრომლობ სხვადასხვა სახის ბიზნესთან.
ჩემი საქმიანობა ჩემი პროფესიითა და სამსახურით არ შემოიფარგლება. ვარ სამოქალაქო აქტივისტი, ახალგაზრდული მუშაკი, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არის შექმნილი.
საჭიროა მეტად აქტიური, სამოქალაქო პასუხისმგებლობით სავსე საზოგადოება ვიყოთ. მოქალაქეები მეტად ვიყოთ ადგილობრივ დონეზე თუ ქვეყნის მასტაბით მიმდინარე პროცესებში ჩართულები. ჩვენი აქტიურობისა და ჩართულობის გარეშე უკეთესი გარემო ვერ შეიქმნება. მე, როგორც მოქალაქე, მზად ვარ ვიყო ჩემი ქალაქისა და ქვეყნისთვის კეთილდღეობის მომტანი საქმეების ხელშემწყობი და თუ ეს ჩემს ფიზიკურ თუ გონებრივ ჩართულობას მოითხოვს მითუმეტეს.