დასაქმება კურსდამთავრებულთათვის

2019 წლის 7 ნოემბერს 15:00 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივესიტეტის მწვანე დარბაზში სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური უმასპინძლებს საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს.

საქართველოს ბანკი სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სთავაზობს უმცროსი გაყიდვბის მენეჯერის ვაკანსიას, რომელიც იქნება სტუდენტზე მორგებული გრაფიკით.

დასაქმების მსურველები შეხვედრის შემდგომ გაივლიან გასაუბრებას საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან.