დასაქმება + მასტერკლასი

გიწვევთ სს “კრედო ბანკი”-ს მასშტაბურ დასაქმების ფორუმზე ქუთაისში.

დასაქმების ფორუმზე ახალგაზრდებს მიეცემათ შანსი ადგილზე გაიარონ გასაუბრების პირველი ეტაპი და გაიცნონ კრედო ბანკი, როგორც დამსაქმებელი.

სტუდენტებს კრედო ბანკის HR დეპარტამენტი სთავაზობს მასტერკლასს თემაზე:
„როგორ მოვახდინოთ ეფექტური შთაბეჭდილება დამსაქმებელზე?“

მასტერკლასზე სტუდენტები გაეცნობიან სივის შედგენის სპეციფიკას და გასაუბრებაზე ეფექტურად თავის წარმოჩენის ხერხებს.

მობრძანდით ოთხშაბათს 30 მაისს, 12:00 საათზე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტში მისამართი: ქ. ქუთაისი თამარ მეფის ქ , „მწვანე დარბაზი“, სართული 1, შეხვდით პირადად კრედო ბანკის წარმომადგენლებს და ადგილზე მიიღეთ ინფორმაცია იმერეთის რეგიონში (ქუთაისი, ვანი, ხონი, ზესტაფონი, თერჯოლა, ბაღდათი საჩხერე, ჭიათურა) დასაქმების შესაძლებლობაზე.
ჩვენი მიზანია ჩავატაროთ ინტერაქციული ტიპის შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც ვისაუბრებთ როგორც კრედო ბანკში დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობაზე, ასევე იმაზე თუ რა უნდა გაითვალისწინოს სამუშაოს მაძიებელმა დამსაქმებელთან კომუნიკაციის დროს.

არ გაუშვათ შანსი გახდეთ კრედო ბანკის გუნდის წევრი!