დასაქმების ფორუმი აწსუ-ს კურსდამთავრებულთათვის

აწსუ-ს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს გიწვევთ დასაქმების ფორუმზე რომელიც გაიმართება 6 სექტემბერს 14:00 საათზე ქუთაისში სასტუმრო ბაგრატში წერეთლის მე-2 ჩიხი #2.
სამუშაოს მაძიებლებს 30-მდე კომპანია 500 – ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. ფორუმში მონაწილეობას რეგიონში მოქმედი სხვადასხვა კომპანია მიიღებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.
ფორუმის მიზანია სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას.
სამუშაოს მაძიებლებს საშუალება გაქვთ ადგილზე გაიაროთ რეგისტრაცია და მიიღოთ ნებისმერი ინფორმაცია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე.