თამთა ჭეიშვილი აწსუ-ს კურსდამთვრებული

თამთა ჭეიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, შემდგომ კი საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა გავიარე. სამაგისტრო პროგრამის დასასრულს, უკვე განზრახული მქონდა სწავლა გამეგრძელებინა უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე – დოქტორანტურაზე. სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისაგან მივიღე შემოთავაზება უნივერსიტეტში საგანმანათლებლო საქმიანობით დავკავებულიყავი.
პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა და სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია. უნივერსიტეტში მოხვედრამდე არ მიფიქრა რომ აკადემიური მიმართულებით მემუშავა, თუმცა, მოგვიანებით ამ სივრცემ ძალიან მიმიზიდა.
ჩემთვის განათლება საშუალებაა, ბერკეტია იმ საჭირო ცვლილებების გამოსაწვევად რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს. მართალია, საჯარო პოლიტიკაში პირდაპირ არ ვარ ჩართული, თუმცა, სასემინარო საქმიანობისას თანამედროვე პოლიტიკური გამოცდილებიდან ვიღებ შემთხვევებს განსახილველად, რაც სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს და სასარგებლოს ხდის.
სტუდენტებთან ჩემი ურთიერთობა მხოლოდ აკადემიურ სივრცეში, სალექციო კურსით არ შემოიფარგლება. უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთაც ვციდლობ გავაზიარო ყველა ის სასარგებლო რესურსი რაც ჩემ ხელთაა. განათლების მიმართ ამგვარი მიდგომით დადებით ეფექტს ვგრძნობ პედაგოგისათვის ყველაზე ღირებული საჩუქრის – სტუდენტების მხრიდან მეგობრობისა და პატივისცემის სახით.
იმ ახალგაზრდებს კი, რომლებიც ახლა აკეთებენ პროფესიულ არჩევანს, ვეტყოდი რომ მიყვნენ საკუთარ მისწაფებებს, რადგან საკუთარი ცხოვრება ჩვენ გვეკუთვნის და მასზე პასუხისმგებლებიც მხოლოდ ჩვენ თავად ვართ.“