კომპანია მეიჯერელი ეძებს კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლებს ქუთაისში

კომპანია მეიჯერელი ეძებს კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლებს ქუთაისში:
მოვალეობები: კლიენტთა მომსახურება სატელეფონო/ელექტრონული მიმოწერის მეშვეობით და კლიენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის/ პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება.

მოთხოვნები: გერმანული ენის ცოდნა (B1/B2; როგორც სასაუბრო, ისე წერითი კომუნიკაციის კარგი უნარი), კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება და ცვლაში მუშაობისათვის მზაობა.
კომპანია მეიჯერელი გთავაზობთ: მიმზიდველ ანაზღაურებას (1,500 ლარი დარიცხული + ბონუსი), ჯანმრთელობის დაზღვევას, პოზიტიურ სამუშაო გარემოს და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას, ასევე დახმარებას საცხოვრებელი ადგილის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში.
დაინტერესებული პირები გთხოვთ მობრძანდეთ დასარეგისტრირებლად 24 სექტემბერს, 10:30 დან 17:00 (თქვენთვის მოსახერხებელ დროს), ან 27 სექტებერს 12:30დან 13:00მდე შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჩეჩელაშვილის # 26, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში