მარიამ ქარცივაძე აწსუ-ს კურსდამთავრებული
2015 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – საჯარო მმართველობის სპეციალობაზე ჩავაბარე.
ძალიან აქტიური სტუდენტი ვიყავი, უნივერსიტეტის სტიპენდიასთან ერთად, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „მერის სტიპენდიასაც“ ვიღებდი. აკადემიური განათლების პარალელურად სხვადასხვა ტრენინგებსა და კონფერენციებში ვერთვებოდი, მოგვიანებით კი გამოცდილების დაგროვების მიზნით, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორში გავიარე სტაჟირების პროგრამები.
ახლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნირებათა დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე ვმუშაობ.
პირველად როცა უნივერსიტეტში მოვხვდი, ცოტა დაბნეული ვიყავი, არ იყო მარტივი ორიენტაცია უცხო სივრცეში. ამიტომაც, იმ ნეგატიური გამოცდილების გამო, ჩემს ძირითად სამუშაოსთან ერთად, ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო ახალწვეულებს და მივაწოდო მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.