მილანა მეგრელიშვილი აწსუ-ს კურსდამთავრებული

2009 წელს ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე- სტომატოლოგიის განხრით, რომელიც წარჩინებით დავასრულე, ბოლო სამი წლის განმავლობაში ვიყავი სტიპენდიანტი.
უნივერსიტეტმა ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინი, სადაც გარდა დიდი ცოდნისა, მომეცა საშვალება, გამეცნო თავის სფეროში წარმატებული ადამიანები, ცნობილი და გამოცდილი ექიმები და გამეზიარებინა მათი გამოცდილება. სწორედ უნივერსიტეტში სწავლის პროცესში მიგებულმა ცოდნამ შემძინა მოტივაცია, კიდევ უფრო გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა და 2015 წელს სწავლა გავაგრძელე სამედიცინო კვლევით ცენტრში უნიდენტი, რომელიც ასევე წატმატებით დავამთავრე 2016 წელს.
რეზიდენტურის დამთავრებისთანავე საშუალება მომეცა რეალიზება მომეხდინა მიღებული ცოდნის და მუშაობა დავიწყე ქუთაისის ერთერთ წარჩინებულ სტომატოლოგიურ კლინიკა დენტალ ლუქსში. ჩემი პროფესია, ისევე როგორც სხვა უამრავი, მუდმივ განვითარებას მოითხოვს, მისთვის არასაკმარისია ერთ, რომელიმე ეტაპზე მიღებული ცოდნა.
ცვლილებები და ტექნოლოგიური სრულყოფილებისკენ სწრაფვა, ექიმის მუდმივი მდგომარეობა უნდა იყოს. პროფესია მხოლოდ შეძენილი უნარები არ არის, ეს ემოცია და შინაგანი ქიმიაა, რომლის სწავლა შეუძლებელია.