ნათია გოგიაშვილი-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის პოლიტიკის მაგისტრი

სამედიცინო სფეროსადმი ჩემი დიდი ინტერესიდან გამომდინარე 2006 წელს ჩავაბარე აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე- სამკურნალო საქმე.
მინდა ავღნიშნო, რომ გვყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები, რომლებმაც დიდ გამოცდილებასთან ერთად შეგვაყვარეს ჩვენი პროფესია, მოგვცეს საშუალება გაგვეთავისებინა სამედიცინო სფეროს სირთულეები, ერთობლივი შრომის და სწავლის პერიოდში მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის საშუალებით დავუფლებოდით არჩეულ პროფესიას.
2012 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა სადაზღვეო კომპანია „არდში“ , სადაც მომეცა საშუალება მიღებული ცოდნის რეალიზების და პრაქტიკული გამოყენების.
სამუშაო სფეროდან გამომდინარე, გადავწყვიტე ჯანდაცვის კუთხით კვალიფიკაციის ამაღლება, რაშიც კიდევ ერთხელ დამეხმარა ჩემი უნივერსიტეტი, ჩავაბარე მაგისტრატურაში: საზოგადებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის პოლიტიკის ფაკულტეტზე.
ყოველთვის სიყვარულით და სიამაყით ავღნიშნავ, რომ ჩემი პროფესიული განვითარების საწინდარი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტია.