სოფიო ყუბანეიშვილ აწსუ-ს კურსდამთვრებული
2006 წელს დავასრულე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, კვალიფიკაცია – იურისტი /მაგისტრთან გათანაბრებული/. იურისტის პროფესიისადმი სიყვარული, მუდმივი განვითარება გაქცევს ღირსეულს და კონკურენტუნარიანს პროფესიაში. ხარ იურისტი?! ესეიგი გაქვს განსაკუთრებული უნარები: წერ მეტს ვიდრე მწერალი, სვამ უფრო მეტ კითხვას ვიდრე ცნობისმოყვარე ბავშვი, ისმენ მეტს ვიდრე ფსიქოლოგი, საუბრობ მეტს ვიდრე ორატორი, ამტკიცებ უფრო მეტს ვიდრე მეცნიერი, კითხულობ უფრო მეტს ვიდრე რედაქტორი.
იურისტის პროფესია საქმიანობის მიმართულების სიმრავლიდან გამომდინარე საკმაოდ მრავალფეროვანია. ვარ ადვოკატი, საერთო სპეციალიზაციით, არასრულწოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე სპეციალიზებული ადვოკატი. მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებაში. 2013-2015 წწ. ვმუშაობდი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში, ადვოკატის პოზიციაზე, 2015-2019წწ. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში, ასევე ადვოკატის პოზიციაზე, 2019 წლიდან ვარ შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“იურისტი და კს „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი და ადვოკატი.
ჩემი პროფესიული საქმიანობა გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, მოიცავს პედაგოგიურ საქმიანობასაც. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის სტუდენტებს 2015 წლიდან ვუზიარებ ჩემს პროფესიულ გამოცდილებას, ხოლო 2017 წლიდან შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს.
მიუხედავად მიღებული აკადემიური განათლებისა და დღემდე განვლილი კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი ტრენინგებისა, არასოდეს ვწყვეტ ახლის ძიებას, ვინაიდან იურისტის პროფესია ცოცხალი ორგანიზმია, ის მუდმივ, განგრძობად განვითარებას, სიახლეების გაცნობას, ცოდნის პერიოდულ გაღრმავებას. გიყვარდეს შენი პროფესია ნიშნავს აკეთო საქმე მაღალი პროფესიონალიზმით, კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად. თუ გიყვარს შენი საქმე, წარმატება გარდაუვალია. გვსურს ვიყოთ წარმატებულები – მზად უნდა ვიყოთ დაუღალავი შრომისთვის, გახსოვდეთ ქართველი ერის სულიერი მამის ილია ჭავჭავაძის სიტყვები: ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცისა.
გისურვებთ იპოვოთ თქვენი საყვარელი საქმე და იყოთ წარმატებულები.