სტაჟირება პროკურატურაში

საქართველოს პროკურატურაში გამოცხადდა სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი. სტაჟირების კონკურსი მოტივირებული და დაინტერესებული პირებისათვის არის საუკეთესო შესაძლებლობა – დასაქმდეთ და განავითაროთ საკუთარი კარიერა საქართველოს პროკურატურაში.
სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება ანაზღაურებადია და ყოველთვიური სარგოს ოდენობა შეადგენს 480 ლარს, სტაჟიორთა ლიმიტი განსაზღვრულია 80 ერთეულით.

თუ გსურთ გახდეთ საქართველოს პროკურატურის გუნდის წევრი, გიწვევთ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრაზე

რომელიც გაიმართება:

2019 წლის 13 თებერვალს, 14:00 საათზე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის ახალ კორპუსში 22-208 ოთახში

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები მოგაწვდიან ინფორმაციას სტაჟირების პროგრამასთან, საქართველოს პროკურატურის საქმიანობასა და პროკურორის პროფესიულ როლთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა დასვათ კითხვები კონკურსის პირობებთან დაკავშირებით.

ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 500-ზე მეტმა პირმა გაიარა. დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორებისა და გამომძიებლების 50-ზე მეტი სწორედ სტაჟირების გზით არის დასაქმებული, მათ შორის, საშუალო და მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირები.