სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მასტერკლასი

22 ოქტომბერს 13:00 -ზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მწვანე დარბაზში კარიერული მხარდაჭერის სერვისის ორგანიზებით სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გაიმართება მასტერკლასი.

მასტერკლასი მოიცავს შემდეგ თემებს:

• 3 შეკითხვა, რომელიც აუცილებლად გაიჟღერებს გასაუბრების დროს.

• რა შეკითხვები დავუსვათ გამსაუბრებელს?

• არსებობს თუ არა ჩაცმისა და ქცევის სტანდარტი სამუშაო გასაუბრებისთვის?

დასწრება თავისუფალია მსურველთათვის