დისკუსია ინფორმაციის ძალის თემაზე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელი გიწვევთ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია როგორც იარაღი

📣 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მის ერთ-ერთ გამოსვლაში თქვა – ამ რთულ დროს, მედია ყველაზე ძლიერი გზაა მნიშვნელოვანი ჯანდაცვის გზავნილების გასავრცელებლადო;

⚖ მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლიანი მედია საშუალებები ძალისხმევას არ იშურებენ პანდემიის შესახებ მოსახლეობის აქტიური ინფორმირებისთვის, ადამიანების ნაწილი მითებს უფრო მარტივად იჯერებს და ავრცელებს, ვიდრე მტკიცებულებებზე დამყარებულ სამედიცინო ფაქტებს;

📌 როგორ შევამოწმოთ ახალი ამბავი?
📌 რა გზით გავარჩიოთ ერთმანეთისგან მითი და რეალობა?
📌 რატომ ქმნიან და ავრცელებენ ყალბ ახალ ამბებს?
📌 როგორ შეგიძლია შეაჩერო მითების გავრცელება?

👩‍💼 თუ ამ კითხვებზე პასუხები გაინტერესებთ, მაშინ შემოუერთდით ჩვენს ონლაინ დისკუსიას;

📝 გთხოვთ, დღის ბოლომდე დაგვიდასტუროთ დისკუსიაში მონაწილეობა და დამატებით ტექნიკურ დეტალებზე მოგაწვდით ინფორმაციას; დისკუსია გაიმართება ზუმის პლატფორმაზე;

👩‍🏫 მომხსენებლი: ხათუნა სამნიაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი მასობრივ კომუნიკაციებში.

⏰ დისკუსია გაიმართება 2 აპრილს, ხუთშაბათს 17:00 საათზე;

📎 დისკუსია იმართება კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის “ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელის ინიციატივითა და ორგანიზებით.

დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე: https://forms.gle/zcuzUjd7CfMDRi4C8