დისკუსია ინფორმაციის ძალის თემაზე
? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მის ერთ-ერთ გამოსვლაში თქვა – ამ რთულ დროს, მედია ყველაზე ძლიერი გზაა მნიშვნელოვანი ჯანდაცვის გზავნილების გასავრცელებლადო;
⚖ მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლიანი მედია საშუალებები ძალისხმევას არ იშურებენ პანდემიის შესახებ მოსახლეობის აქტიური ინფორმირებისთვის, ადამიანების ნაწილი მითებს უფრო მარტივად იჯერებს და ავრცელებს, ვიდრე მტკიცებულებებზე დამყარებულ სამედიცინო ფაქტებს;
? როგორ შევამოწმოთ ახალი ამბავი?
? რა გზით გავარჩიოთ ერთმანეთისგან მითი და რეალობა?
? რატომ ქმნიან და ავრცელებენ ყალბ ახალ ამბებს?
? როგორ შეგიძლია შეაჩერო მითების გავრცელება?
?? თუ ამ კითხვებზე პასუხები გაინტერესებთ, მაშინ შემოუერთდით ჩვენს ონლაინ დისკუსიას;
? გთხოვთ, დღის ბოლომდე დაგვიდასტუროთ დისკუსიაში მონაწილეობა და დამატებით ტექნიკურ დეტალებზე მოგაწვდით ინფორმაციას; დისკუსია გაიმართება ზუმის პლატფორმაზე;
?? მომხსენებლი: ხათუნა სამნიაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი მასობრივ კომუნიკაციებში.
⏰ დისკუსია გაიმართება 2 აპრილს, ხუთშაბათს 17:00 საათზე;
? დისკუსია იმართება კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის “ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელის ინიციატივითა და ორგანიზებით.