როგორ უმკლავდება იმერეთი პანდემიასთან ბრძოლას

? აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელი აგრძელებს ონლაინ დისკუსიების ორგანიზებას;

? ამჯერად, ონლაინ შეხვედრის თემა პანდემიაა. განვიხილავთ, რა ტიპის გლობალურ გამოწვევასთან გვაქვს საქმე და ვიმსჯელებთ, თუ როგორ ვუმკლავდებით მას ლოკალურად.

?‍? ონლაინ შეხვედრის მთავარი მომხსენებელი – დასავლეთ საქართველოში საკარანტინო ზონების კოორდინატორი – ნოდარ მაღლაფერიძეა. ნოდარი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სახელმწიფო პროგრამებს უწევს კოორდინირებას.

? თემით დაინტერესებულებს, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია და დღის ბოლომდე დაგვიდასტურეთ მონაწილეობა. დამატებით ტექნიკურ დეტალებზე მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას;

დისკუსია გაიმართება 8 აპრილს, ოთხშაბათს 18:00 საათზე;