ბიზნესის შეფასების მოდელები და ფინანსური ბაზრების ფსიქოლოგია

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  კურსდამთავრებულებმა მიხეილ ჩიქოვანმა და ბექა ჩიქოვანმა უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის შემდგომ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს სტუდენტებს.

2020 წლის 8 მაისს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთვრებულებმა სრულიად უსასყიდლოდ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: „ბიზნესის შეფასების მოდელები და ფინანსური ბაზრების ფსიქოლოგია“. კურსდამთავრებულთა მიერ ჩატარებულმა ტრენინგმა დიდი დაინტერესება და ჩართულობა გამოიწვია სტუდენტებში.