USAID & ICDC სტაჟირება აწსუ-ს კურსდამთავრებულებისათვის და სტუდენტებისათვის
სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვიტრების სამსახურის მხარაჭერით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება USAID Economic Security Program (DAI) და „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ – ICDC პროექტი„სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ბიზნეს კომპანიების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) ჩამოყალიბება
პროექტი მოიცავს ბიზნეს კომპანიებისთვის სტაჟიორების შერჩევას შემდეგი მიმართულებებით:
- ტურიზმის სექტორი: (სათავგადასავლო / მთის, კულტურული, გასტრონომიული -ღვინო და კულინარია, განთავსება);
- კრეატიული ინდუსტრიის სექტორი: (ნებისმიერი სახის მედია შინაარსის – მათ შორის სოციალური ქსელების მართვა);
- მსუბუქი მრეწველობის სექტორი: (ავეჯის წარმოება, შეფუთვის სამუშაოები);
- ინტელექტუალური მომსახურების სექტორი: (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPO): ინფორმაციული ტექნოლოგიები, მომხმარებელთა ურთიერთობების მენეჯმენტი, არქიტექტურა, დიზაინი და ინჟინერია, ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა. ადამიანური რესურსები);
- სექტორები, რომლებიც მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიის განვითარებისთვის: (საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგია, ელექტრონული კომერცია- online გაყიდვები და სხვა, ასევე ტრანსპორტი და ლოჯისტიკა).
პროექტი განხორციელდება საქართველოს 5 რეგიონში:
- თბილისი;
- იმერეთი;
- აჭარა;
- სამეგრელო;
- შიდა ქართლი.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 100 სტუდენტი, რომელიც სტაჟირებას გაივლის 3 თვის განმავლობაში, სტაჟირების ანაზღუარება მოიცავს 430 ლარს თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით).
სტაჟიორების ანაზღაურების თანადაფინანსება:
- 300 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით) გამოიყოფა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program(DAI) ფინანსური მხარდაჭერით თითოეული სტაჟიორისთვის, რაც ნიშნავს 1 სტაჟიორის 3 თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში 900 ლარით დაფინანსებას. აღნიშნული თანხის ანაზღაურებას სტაჟიორისთვის უზრუნველყოფს „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“ – ICDC
- 130 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით), რომლიც დაფინანსდება სტაჟიორების მიმღები კომპანიებისგან, რაც ნიშნავს 1 სტაჟიორის – 3 თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში 390 ლარით თანადაფინანსებას.
„სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“ პროექტში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა უნდა გაიროს რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით:
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სარეგისტრაციო ფორმა
რეგისტრაციის ვადები:
რეგისტრაცია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მიმდინარეობს მხოლოდ 20 ოქტომბრამდე
- შერჩევის პირველი ეტაპი (განაცხადების შესაბამისობის დადგენა კომპანიების მოთხოვნებთან) განხორციელდება: 25 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე
- შერჩევის მეორე ეტაპი (გასაუბრება პროექტის წარმომადგენლებთან და კომპანიებთან) განხორციელდება: 30 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე
პროექტის შესახებ ინფორმაცია და სიახლეები განთავსდება „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ – ICDC ვებ გვერდზე: https://icdc.ge/
ასევე ორგანიზაციის სოციალურ ქსელებში:
https://www.facebook.com/thehome87
https://www.facebook.com/ICDC.ge