Capacity Building of IDP (refugee) in Georgia

გთავაზობთ  მიიღოთ მონაწილეობა პროექტში Capacity Building of IDP (refugee) in Georgia  მონაწილეობა.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირების (დევნილებს) საზოგადოებაში ინტეგრირებას. აგრეთვე, დაეხმაროს მათ წარმატებისთვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ყველა არსებული შესაძლებლობა გამოიყენონ.
მოცემულ პროექტს ახორციელებს, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია, Together Moving Forward საგრანტო პროექტის ფარგლებში (ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) მიერ გამოცხადებული გრანტი).
პროექტის ფარგლებში, მოხდება ტრენინგისთვის შერჩეული მონაწილეების საჭიროებების იდენტიფიცირება და მონაწილეებს შევთავაზებთ მათზე მორგებულ ტრენინგებს.
ამისთვის, გთხოვთ, გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი:   https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSew40YEM16OE9J7lvAWR7d_i978VzkdUPD2XA8JPEDIjojIew/viewform?gxids=7628 
ტრენინგები ჩატარდება დეკემბერში, შაბათ-კვირას, 2 დღის განმავლობაში, სულ 8 სთ, zoom პლატფორმის გამოყენებით. ერთ ტრენინგზე გათვალისწინებული იქნება 15 დამსწრე.
ტრეინინგების პირველ ნაკადში მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, ტრენერის ასისტენტის რანგში ჩაერთონ ტრეინინგების შემდგომი ნაკადების განხორციელებაში. ამასთან, ტრეინინგების დასრულების შემდგომ, გამოცხადდება კონკურსი პროექტების წერაზე და ოთხ გამარჯვებულს (ოთხი განსხვავებული რეგიონიდან) გადაეცემა საჩუქრად პლანშეტი. 
ტრენინგის ყველა მონაწილისთვის გათვალისწინებულია დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემა.