ვახტანგი კაჩუხაშვილი აწსუ-ს კურსდამთავრებული

ვახტანგი კაჩუხაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი –
ჟურნალისტიკა.
ჩემი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე სულ ვიცოდი, რომ ძალიან სოციალური პროფესია უნდა მქონოდა. შესაბამისად, სწორედ ჟურნალისტიკაში დავინახე ადამიანებთან ინტერაქციის შესაძლებლობა, რაც მე მჭირდებოდა.
უნივერსიტეტში სწავლამ საკმაოდ ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში, შემაძენინა მეგობრები და ლექტორები, რომლებმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე. ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები ყოველთვის გამოირჩეოდნენ
დიდი პროფესიონალიზმითა და მეგობრული მიდგომებით, რამაც საკმაოდ კარგი შედეგები
გამოიღო არამარტო ჩემთვის არამედ ჩემი კურსელებისათვისაც.
ახლა ტალინის უნივერსიტეტის, სამაგისტრო პროგრამაზე ,,ციფრული შემეცნებითი თამაშები” ვსწავლობ. ვმუშაობ ,,ITkool”-ში გრაფიკული დიზაინისა და ვექტორული
გრაფიკის მასწავლებლად. ერთ წლიანი მანდატით ვარ საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესტონეთში და ვახორციელებ რიგ ღონისძიებებს ქართული კულტურის ჩემს უცხოელ თანატოლებში პოპულარიზაციის კუთხით. ასევე, ვარ ქართული ენისა და კულტურის
ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქართულის მასწავლებელი.
განათლება ძალიან მნიშვნელოვანი კოგნიტური პროცესია. სწავლა და ზოგადად ახალი ინფორმაციის შეძენა, თუნდაც ის არ უკავშირდებოდეს შენთვის საინტერესო კონკრეტულ
თემას, ყოველთვის იყო და არის ადამიანის განვითარების შესაძლებლობა. ამიტომ, სტუდენტებს რასაც ვურჩევ, ესაა – სწავლა! და სწავლა არა მხოლოდ ლიტერატურიდან, არამედ საკუთარი შეცდომებიდანაც. სტუდენტებმა უნდა დაუშვან შეცდომები და უნდა ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე, დასვან კითხვები, რომელიც მათ აწუხებთ და იყვნენ მომთხოვნები, რათა მიიღონ პასუხები.
პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით ახალგაზრდებს ვურჩევ იმ გზას გაჰყვნენ, რომელსაც თავად თვლიან სწორად. ძალიან მნიშვნელოვანია მოგწონდეს საკუთარი პროფესია. ადამიანები რომლებსაც საკუთარი პროფესია არ მოსწონთ ქვეყანას ვერასოდეს ააშენებენ.
ვისურვებდი, რომ საგანამანათლებლო დაწესებულებები მუდმივად მუშაობდნენ სტანდარტის ამაღლებაზე. გადამზადდეს პროფესორ-მასწავლებლები, განხორციელდეს რაც შეიძლება მეტი პროგრესული პროექტი და მოისინჯოს ახალი იდეები.