დამხმარე ონლაინ რესურსები მასწავლებელთა და ტრენერთათვის

სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის მხარდაჭრით აწსუ-ს სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულთათვის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გაიმართება შეხვედრა თემაზე: „დამხმარე ონლაინ რესურსები მასწავლებელთა და ტრენერთათვის“.

 

თუ მოქმედი/მომავალი ტრენერი ან მასწავლებელი ხარ, ან უბრალოდ, ხშირად გიწევს ონლაინ აუდიტორიასთან მუშაობა და გაინტერესებს, როგორ გახადო ეს პროცესი უფრო მხიარული, შემეცნებითი და ინტერაქციული სხვადასხვა ონლაინ რესურსის დახმარებით, მაშინ სესიაზე დასასწრებად გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: bit.ly/დამხმარე_რესურსები

შეხვედრა ჩატარდება 28 იანვარს 20:00 საათზე.

სესიას გაუძღვება ICT-ის მასწავლებელი ქრისტინა ქუთათელაძე.