შეხვედრა თემაზე- სწავლების თანამედროვე მეთოდები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის მხარდაჭერით იმართება ონლაინ შეხვედრა აწსუ-ს სტუდენტბებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის თემაზე:  „სწავლების თანამედროვე მეთოდები“

ღონისძიებას გაუძღვება მრავალი სასწავლო კურსის ავტორი , ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი სახელმწიფო მართვაში – ოთარ ბაღათურია.

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1. განათლება როგორც სწავლება და როგორც განმანათლებლობა;
2. სწავლა და სწავლება როგორც ჩვენი სახეობის ექსკლუზიური ფუნქცია;
3. სამყაროს შემეცნებითი არხები;
4. ჰოლისტური ადამიანის და საზოგადოების აღზრდა;
5. კაცობრიობის ევოლუცია და ცოდნის ადამიანის ეპოქა.

ონლაინ შეხვედრა გაიმართება 6 თებერვალს 18:00 საათზე. ლაივის საშუალებით შემდეგ ლინკზე: https://cutt.ly/QklLNN0