როგორ შევადგინოთ ბიზნეს გეგმა

ბიზნეს გეგმის დამზადება სხვადასხვა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს: ახალი ბიზნესის დაწყება, ინვესტორის მოზიდვა, ფინანსების მოზდივა და სხვა.

რაც უფრო პროფესიონალურად არის შექმნილი ბიზნეს გეგმა, მით უფრო დიდია მის წინაშე არსებული მიზნების მიღწევის ალბათობა.

2021 წლის 20 აპრილს, სამშაბათს, საღამოს 7 საათზე, აწსუ-ს სტუდენტი, მენტორი, ბიზნეს კონსულტანტი და კომპანია რენეგეიდ ინვესტმენტის– ფინანსური მენეჯერი ხატია ხოხიაშვილი ისაუბრებს „Business Model Canvas“-ის შესახებ.

Business Model Canvas – გვასწავილს გზას, როგორ შევქმნათ ერთ ფურცელზე ყველასთვის გასაგები ბიზნეს გეგმა. გვეხმარება მოვიყვანოთ ბიზნესის  ძირითადი  მამოძრავებელი ელემენტები ერთმანეთთან შესაბამისობაში.

შეხვედრა გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით.

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ ლინკი:

https://forms.office.com/r/28xpd4FwAx

შეხვედრაზე მოწვევას მიიღებთ შეხვედრის დღეს.
მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.
ვებინარი იმართება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, “ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის” ფარგლებში.
პროგრამა გულისხმობს ვებინარების სერიას და მისი მიზანია სტუდენტებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვა სტუდენტებს.

თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და თქვენი ცოდნა გაუზიაროთ სხვა სტუდენტებს, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

https://forms.office.com/pages/responsepage.aspx?id=8YeznJ0ve0aW_6jCYRmcpneX2UJcsIZHklCPPrdv4PtUNTVLS0FBNEU0OUpEOUdDT1VaUjRZM0xXRC4u