„სტაჟირების პროგრამა ავტომოყვარულებისთვის“.

კომპანია „ამბოლი“ იწყებს დასაქმების პროგრამას „სტაჟირების პროგრამა ავტომოყვარულებისთვის“.
 
შერჩეული კანდიდატები სტაჟირების პერიოდში შეიძენენ როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ცოდნას. სტაჟირებას გაივლიან ამბოლის ფილიალებში, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან კომპანიის საქმიანობაში, ასევე კომპანიაში არსებული ბრენდების მიმართულებით ჩაუტარდებათ ტრენინგები და სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმდებიან.
 
დაინტერესებული კანდიდატების მხრიდან პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა მითითებულ ლინკზე: ფორმის შევსება
 
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdfWEUGQoRkH6YWT1J2ltoxyUWQVU2e3nw1URRcvUUfiIZhQA/viewform?vc=0&c=0&w=1&flr=0