2022 წლის სტეფანო როდოტას ჯილდოსთვის გამოცხადებული კონკურსი
108-ე კონვენციის კომიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას 2022 წლის სტეფანო როდოტას ჯილდოსთვის (შეჯიბრის მეოთხე გამოშვება).
ჯილდო პატივს მიაგებს გამორჩეულ იტალიელ პოლიტიკოსსა და პროფესორს, რომელმაც ხელი შეუწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების პოპულარიზაციას.
პრიზით ჯილდოვდება ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების ინოვაციური და ორიგინალური აკადემიური კვლევითი პროექტი, სადოქტორო თეზისი, სტატია ან პუბლიკაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში.
შეჯიბრი ღიაა სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, რომლებიც 108-ე კონვენციის კომიტეტის წევრები ან დამკვირვებელი ქვეყნებიდან არიან.
განმცხადებელთა პროექტები და პუბლიკაციები შეფასდება ჟიურის პანელის მიერ, რომელიც შედგება 108-ე კონვენციის კომიტეტის ბიუროს წევრებისგან. დაჯილდოებული ორიგინალური აკადემიური კვლევითი პროექტები და პუბლიკაციები გამოვლინდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღეს (2022 წლის 22 იანვარი) და გამოცხადდება ევროპის საბჭოს ვებ-გვერდზე და სხვადასხვა სოციალური მედიის ანგარიშზე გამარჯვებულთა პატივსაცემად.
გამარჯვებულები მიწვეულნი იქნებიან 108-ე კონვენციის პლენარულ სხდომაზე (რომელიც გაიმართება 2022 წლის 15-17 ივნისს). გამარჯვებულებისთვის, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, წარუდგინონ თავიანთი ნამუშევარი 55-ზე მეტი ქვეყნიდან წარმოდგენილ საერთაშორისოდ აღიარებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტთა და პოლიტიკის შემქმნელთა გლობალურ ფორუმს.
განაცხადი უნდა გაიგზავნოს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. გაგზავნეთ განაცხადის ფორმა easychair.org-ის საშუალებით 2021 წლის 30 ნოემბრამდე.