ვებინარი ადამიანის უფლებები covid 19-ის პირობებში
შექმნილი ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე გარკვეული დოზითა და ხანგრძლივობით აუცილებელი გახდა ადამიანის უფლებების შეზღუდვა. სწორედ ამიტომ, და არა მხოლოდ, “ადამიანის უფლებები covid 19-ის პირობებში” გახლავთ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემატური საკითხი.
2021 წლის 6 ნოემბერს, შაბათს, საღამოს 4 საათზე, აწსუ-ს სტუდენტი ნუნუ დანელია ისაუბრებს ადამიანის უფლებებზე covid 19-ის პირობებში.
ვებინარი გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით.
- ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.office.com/r/WJx9GhcYNp
- შეხვედრის ლინკს მიიღებთ ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე.
- მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.
- დასწრება თავისუფალია.
ვებინარი იმართება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, “ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის” ფარგლებში.
პროგრამა გულისხმობს ვებინარების სერიას და მისი მიზანია სტუდენტებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვა სტუდენტებს.
თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და თქვენი ცოდნა გაუზიაროთ სხვა სტუდენტებს, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.office.com/r/f0yb5AWm5p