ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში – ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით.
“ატლანტიკ საქართველო”, ფრანგული ჯგუფის “Group Atlantic”-ის (www.groupe-atlantic.com) შვილობილი კომპანია მოღვაწეობს საქართველოში 2017 წლიდან, კერძოდ მდებარეობს ქ. ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და აწარმოებს წყლის ელექტრო-გამაცხელებლებს. ატლანტიკ საქართველო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში – ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით.
მდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სტაჟირების პერიოდში – მოქნილი გრაფიკი, ხოლო დასაქმების შემთხვევაში – სრული (08:00 – 17:00 სთ, ორშაბათი – პარასკევი);
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სტაჟირების ხანგრძლივობა – 4 თვე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
პოზიციის მისია: ფინანსური დეპარტამენტის მხარდაჭერა ბუღალტრულ აღრიცხვებსა და მონიტორინგში.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კომპანიის ბუღალტრული ოპერაციების პროგრამაში (1C) აღრიცხვა;
- ელექტრონული ზედნადების და ანგარიშფაქტურის მართვა;
- საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
- კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან კომუნიკაცია და კონტროლი;
- ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
სავალდებულო მოთხოვნები:
- განათლება ფინანსების / ბუღალტერიის / ზუსტ მეცნიერებათა მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (MS Word, Excel)
- ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა (A2)
უნარები:
- სწრაფი და ლოგიკური აზროვნების უნარი
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდში მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrgeorgia@groupe-atlantic.com არა უგვიანეს 27.11.2021, გთხოვთ, დასახელების ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.