ვაქცინაცია და მისი მნიშვნელობა

ვაქცინაცია ჯანდაცვის სფეროს განუყოფელი ნაწილია. უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში ვაქცინებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი.

2021 წლის 7 ნოემბერს, 17:00  საათზე, აწსუ-ს სტუდენტი ეთო აბზიანიძე ისაუბრებს ვაქცინაციასა და მის მნიშვნელობაზე.

ვებინარი გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით.

– ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.office.com/r/XkG56Byn59

– შეხვედრის ლინკს მიიღებთ ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე.

– მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.

– დასწრება თავისუფალია.

ვებინარი იმართება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, “ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის” ფარგლებში.

პროგრამა გულისხმობს ვებინარების სერიას და მისი მიზანია სტუდენტებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვა სტუდენტებს.

თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და თქვენი ცოდნა გაუზიაროთ სხვა სტუდენტებს, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.office.com/r/f0yb5AWm5p