ვებინარი: წიგნების სამყარო

აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით 2021 წლის 6 დეკემბერს, ორშაბათს, საღამოს 6 საათზე, აწსუ-ს სტუდენტი ზაიდა ბაზაძე ისაუბრებს წიგნების სამყაროზე, კერძოდ  „ათასი მოელვარე მზე“ მსოფლიო ბესტსელერების ავტორის – ხალიდ ჰოსეინის რომანს, რომელიც მწერალმა ავღანელ ქალებს მიუძღვნა. ესაა წიგნი უფლებაწართმეული ქალების ყოველდღიურობაზე, ოჯახში ძალადობაზე, „თალიბანის“ სისასტიკეზე, ლტოლვილთა გაუსაძლის ყოფასა და ქვეყანაზე, რომელსაც გამუდმებით მტრის ბომბები აცვივა, მაგრამ შაჰრ-ე ზოჰაქის დაზიანებული კედლებივით ისევ მყარად დგას. ქალები აქ განათლებისა და თავისუფლებისაკენ ისწრაფვიან, ჩამოყრილ ჭურვებში კი ყვავილებს ახარებენ. თქვენ წინაშეა სულისშემძვრელი ამბავი ორი ქალისა, რომელიც ერთმანეთში პოულობს ძალას გადასარჩენად, იბრძვის და იმარჯვებს.

ვებინარი გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით.

  • ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.office.com/r/Xedmew2057
  • შეხვედრის ლინკს მიიღებთ ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე.
  • მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.
  • დასწრება თავისუფალია.

ვებინარი იმართება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, “ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის” ფარგლებში.

პროგრამა გულისხმობს ვებინარების სერიას და მისი მიზანია სტუდენტებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვა სტუდენტებს.

თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და თქვენი ცოდნა გაუზიაროთ სხვა სტუდენტებს, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.office.com/r/f0yb5AWm5p