ვაქცინები და დეზინფორმაციის ანატომია

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების დღიდან ადამიანები დიდი იმედით ელოდნენ ვაქცინის შექმნას. თუმცა, ახლა, როცა უკვე სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი, უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და ხანდახან რთულია მითებისა და ფაქტების გარჩევა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ინფორმაცია სანდო და გადამოწმებული წყაროებიდან მოვიძიოთ და დარგის სპეციალისტებს მოვუსმინოთ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელისა და ქუთაისის ამერიკული კუთხის ორგანიზებით 17 დეკემბერს ქუთაისში ექიმი არჩილ მარშანია გამართავს საჯარო შეხვედრას და ისაუბრებს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.
სად და როდის?
📍 ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (I კორპუსი, სამკითხველო დარბაზი);
📅 17 დეკემბერი, პარასკევი, 12:00სთ.
რაც შეეხება Covid-19_ის უსაფრთხოებას:
➡ სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაცია მკაცრად იქნება დაცული.
➡ რეგულაციებიდან გამომდინარე, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ასე რომ, თუ დასწრებას გადაწყვეტთ, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია👇
https://bit.ly/338MxA9