ნიკა ჩაჩავა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
ნიკა ჩაჩავა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის კურსდამთავრებული.
ახლა კერძო გადამზიდ კომპანია „ფორმაგ ჯორჯია“-ში ვმუშაობ, სადაც ჩემი პასუხისმგებლობაა კონტეინერების იმპორტ-ექსპორტი და ტვირთების მიღება-გაგზავნასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების მართვა. ასევე, ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქ. ფოთის კორპუსში IT მენეჯერის პოზიციაზე.
უნივერსიტეტში სწავლის დროს პროფესიის მიღებასთან ერთად უკეთ გავაცნობიერე ჩემი ქალაქის, ფოთის ფუნქცია და მნიშვნელობა. ფოთი ძალიან მოსახერხებელია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის და აქვს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ცენტრალური აზიის სავაჭრო ჰაბის ალტერნატივით. უნივერსიტეტში სწავლის დროს დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე სწავლის საზღვაო-სატრანსპორტო მიმართულებით გაგრძელებაზე.
ზოგადად, საუნივერსიტეტო განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვიქმნის თეორიულ საფუძველს და გვამზადებს რეალური, პრაქტიკული საქმიანობისთვის.
სტუდენტებს ვურჩევ კარგად შეისწავლონ თეორიული კურსი, რადგან ის გაუმარტივებთ სხვა პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, გაუადვილებთ დასაქმებას და თვითრეალიზაციას.