ვებინარი “პროფესიული ორიენტაცია და ნეთვორქინგი“

სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური განაგრძობს სტუდენტთა კარიერული  განვითარების  აქტივობებს,  რომლის ფარგლებში პარასკევს 11 თებერვალს 13:00 საათზე ჩატარდება  ვებინარი თემაზე: “პროფესიული ორიენტაცია  და ნეთვორქინგი“.

ვებინარს წარმართავს: ანა ტყეშელაშვილი კარიერული განვითარების ტრენერი.

 

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

  • პროფესიული ორიენტაციის მნიშვნელობა და საჭიროება.
  • ტიპიური შეცდომები  და მოქმედი ფაქტორები პროფესიის არჩევისას;
  • რა არის ნეთვორქინგი და როგორ გამოვიყენოთ?

ვებინარი გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით.

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.office.com/r/H7anv6TCwy

შეხვედრის ლინკს მიიღებთ ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე.

მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.

დასწრება თავისუფალია.