პროფესიული სტუდენტის სახელმძღვანელოების ავტორთა კონკურსი

 

ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტო აცხადებს კონკურსს სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის ხელმოწერილი სტანდარტული შეთანხმების წერილით გათვალისწინებული პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკაშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია, ფაზა 2“- ფარგლებში ინტეგრირებული ზოგადი მოდულების – „საზოგადოებრივი მეცნიერებები“ და „მათემატიკური წიგნიერება“ – პროფესიული სტუდენტის სახელმძღვანელოების ავტორთა შერჩევის მიზნით.

პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირება პროფესიულ განათლებაში (კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონე), რაც ხელს შეუწყობს ე.წ. „საგანმანათლებლო ჩიხის“ აღმოფხვრასა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპის რეალიზებას.

ინტეგრირებული მოდულის აზოგადოებრივი მეცნიერებებისახელმძღვანელოს ავტორთა შერჩევისთვის კონკურსი ცხადდება სამი საგნობრივი მიმართულებით:

  • ისტორია
  • სამოქალაქო განათლება
  • საზოგადოებრივი გეოგრაფია

 

სახელმძღვანელოს ავტორთა საკვალიფიკაციო მოთხვნები:

  • ისტორიის/ სამოქალაქო განათლების/ გეოგრაფიის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • ისტორიის/ სამოქალაქო განათლების/გეოგრაფიის მიმართულებით სწავლების ხუთწლიანი გამოცდილება;
  • ისტორიის/სამოქალაქო განათლების/ გეოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო რესურსების ან/და სახელმძღვანელოების შემუშავების გამოცდილება.

ინტეგრირებული მოდულის მათემატიკური წიგნიერებასახელმძღვანელოს ავტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მათემატიკაში ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
  • მათემატიკის მიმართულებით სწავლების ხუთწლიანი გამოცდილება;
  • მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო რესურსების ან/და სახელმძღვანელოების შემუშავების გამოცდილება.

განაცხადის მისაღებად, კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. რეზიუმე – კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების დეტალური ჩამონათვალით.
  2. თანდართული დოკუმენტების გათვალისწინებით რამდენიმე გვერდიანი ხედვა სახელმძღვანელოს კონცეფციაზე (არაუმეტეს 500 სიტყვისა).

სახელმძღვანელოების ავტორთა შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ეტაპებია:

  1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და გადარჩევა შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით;
  2. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა რეზიუმე და არაუმეტეს 500 სიტყვისა ხედვა სახელმძღვანელოს კონცეფციაზე უნდა წარმოადგინოს ელექტრონულ ფოსტაზე – HR@geoskills.ge 2022 წლის 15 თებერვის ჩათვლით. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ, რომელი მოდულის სახელმძღვანელოს საგნობრივი მიმართულების ავტორთა კონკურსში გსურთ მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად კონკურსის ვადის ამოწურვამდე. საბოლოო გადაწყვეტილება მათ ეცნობებათ კონკურსის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს ორი კვირისა.

 

გთხოვთ, გაცნობის მიზნით იხილოთ  თანდართული ფაილი!