დიმიტრი ბუტრიმ – აწსუ-ს კურსდამთავრებული
დიმიტრი ბუტრიმ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებული. “ამჟამად ვმუშაობ შპს „ელით კონსტრაქშენ“-ში ტექნიკური განყოფილების მთავარ სპეციალისტად, რომელიც წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს ერთ ერთი უმსხვილესი სამშენებლო-საგზაო კომპანიის შპს „ინდიკო“-ს შვილობილ ორგანიზაციას. ჩემს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების ტენდერების მომზადება, მთელი სამუშაო პროცესის მართვა, პროექტების კონტროლი და სხვა საჭირო დოკუმენტებთან მუშაობა. ერთ ერთი ძირითადი რამ, რაც უნივერსიტეტში სწავლისას შევიძინე, არის სამუშაო პროცესში ჩართული ყველა პირთან ურთიერთობის უნარი, რაც წარმოადგენს მენეჯმენტის ძირითად არსს. უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა მეხმარება სწორად დავგეგმო ჩემი სამუშაო პროცესი და ვიმუშაო ჩემს გუნდთან ერთად დასახული მიზნების მისაღწევად. ჩემი აზრით, დღევანდელ შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საფუძვლიანი თეორიული ცოდნა და მიღებული პრაქტიკული უნარ-ჩვევები გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ კონკურენტუნარიანები წარმატებით ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის და საკუთარი კეთილდღეობისთვის”.