სალომე მიქაძე – აწსუ-ს კურსდამთავრებული
სალომე მიქაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის კურსდამთავრებული.
“ზოგადად, ხარისხიანი განათლება კონკურენტუნარიან საზოგადოებას ქმნის და ინტელექტუალური შესაძლებლობების იდენტიფიცირებას ახდენს. მე უნივერსიტეტის საშუალებით შევიძინე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და ახლა ჩემი პროფესიით, ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ შპს „ბლექ სი ჯორჯია“_ში.
ვფიქრობ, ადამიანმა პროფესია უნდა აირჩიოს არა ტენდენციებით, არამედ იმის მიხედვით, თუ რა მხრივ ხედავს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.
მნიშვნელოვანია, სწავლის პროცესში ვიღებდეთ სიამოვნებასაც, გვქონდეს კონკრეტული საგნისა თუ ინფორმაციის მიმართ ინტერესი. ჩემთვის, უნივერსიტეტში გატარებული წლები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჰგავდა ძიების პროცესს რომლის საშუალებითაც ვიპოვე საკუთარი თავი წარმატებულ კარიერაში.
სტუდენტებს ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებსაც უნივერსიტეტები მათ თავაზობენ, ვინაიდან, ეს არის პლატფორმა, სადაც ხდება ინდივიდების ჩამოყალიბება და რამდენადაც მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის როლი სტუდენტის ცხოვრებაში, იმდენადვე მნიშვნელოვანია თუ რა რესურსს დებს უშუალოდ სტუდენტი სწავლის პროცესში”.