საჯარო ლექცია – მედიაწიგნიერება
აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური 2022 წლის 25 თებერვალს 14:00 საათზე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: მედიაწიგნიერება
მედიაწიგნიერების კონცეფცია დაკავშირებულია კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან. კერძოდ, თუ მედიაწიგნიერებას განვიხილავთ, როგორც, ერთი მხრივ, ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში ორიენტირების, ინფორმაციის გაფილტვრის და, მეორე მხრივ, ახალი ინფორმაციის/ცოდნის შექმნისა და გაზიარების ინსტრუმენტს, ადვილია დავინახოთ მისი კავშირი კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან. ინფორმაციის გაფილტვრა რთულია კრიტიკული აზროვნების უნარის გარეშე, ხოლო ახალი ინფორმაციის შექმნას კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება სჭირდება.
შეხვედრა ჩატარდება ონლაინ (Microsoft Teams) პლატფორმის მეშვეობით.
დასწრება თავისუფალია.
დასასწერებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ლინკზე: https://forms.office.com/r/3r5kieiePG